The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გოდერძი გუჯეჯიანი

გოდერძი გუჯეჯიანი
დაბადების თარიღი:7 სექტემბერი, 1975
გარდაცვ. თარიღი:24 ნოემბერი, 1993  (18 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:სოფელ გვანდრას სასაფლაო, გულრიფშის რაიონი
კატეგორია:სამხედრო პირი, საქართველოს გმირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი გვანდრა, გულრიფშის რაიონი.

აფხაზეთში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების დროს იბრძოდა მებრძოლთა ჯგუფის "მონადირეს" შემადგენლობაში. გოდერძი გუჯეჯიანს სოხუმის დაცემის შემდეგაც არ შეუწყვეტია ბრძოლა. კოდორის ხეობას იცავდა, მაგრამ 1993 წლის 24 ნოემბერს სოფელ ბაგადასთან მტრის ძლიერი შემოტევის დროს გმირულად დაეცა ბრძოლის ველზე. მხოლოდ ოთხი თვის შემდეგ მოხერხდა მისი ნეშტის გადმოსვენება სოფელ გვანდრაში. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთის ომში.

წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის შიდა ქართლსა და აფხაზეთში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 2 / საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაცია, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.-თბ.,2004.-გვ.154

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენი (გარდაცვალების შემდეგ)

გააზიარე: