The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მარლენ დადვანი

მარლენ დადვანი
დაბადების თარიღი:29 სექტემბერი, 1949
გარდაცვ. თარიღი:16 მარტი, 1993  (43 წლის ასაკში)
კატეგორია:სამხედრო პირი, საქართველოს გმირი

ბიოგრაფია

სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოხდის შემდეგ დაამთავრა ზუგდიდის პოლიტექნიკური ტექნიკუმი ტექნიკოს-მშენებლის კვალიფიკაციით.

მუშაობდა ოჩამჩირის რაიონის №6 სამშენებლო ტრესტში მშენებლად. აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს, 1992 წელს, მოხალისედ ჩაეწერა 23-ე ბრიგადის მე-2 მექანიზებულ ბატალიონში. დაიღუპა 1993 წლის 16 მარტს გუმისთის რაიონში. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთის ომში.

წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის შიდა ქართლსა და აფხაზეთში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 2 / საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაცია, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.-თბ.,2004.-გვ.155

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • მედალი "მხედრული მამაცობისთვის" (გარდაცვალების შემდეგ)

გააზიარე: