შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მერაბ სვანიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ქ. ბრიანსკის სატყეო ინსტიტუტის სატყეო-სამეურნეო ფაკულტეტი 1953 წელს. 1953-1954წწ. მუშაობდა გუდაუთის სატყეო მეურნეობის ახალი ათონის სატყეოს უფროსის მოადგილედ; 1957-1958წწ. იყო სატყეო მრეწველობის სახელმწიფო საპროექტო ინსტიტუტის ინჟინერი; 1958-1961წწ. თბილისის სატყეო ინსტიტუტის ასპირანტი; 1962-1964წწ. თბილისის სატყეო ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერი თანამშრომელი; 1964-1968წწ. თბილისის ტყის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი; 1968-1971წწ. თბილისის სატყეო ინსტიტუტის სწავლული მდივანი; 1971-1982წწ. სამთო მეტყევეობის ინსტიტუტის სამეცნიერო ინფორმაციის განყოფილების გამგე; 1982-1990წწ. ბრიანსკის ტექნიკური ინსტიტუტის ნიადაგმცოდნეობის, ტყის კულტურების კათედრის გამგე; 1990-1991წწ. ვასილ გულისაშვილის სახელობის სამთო მეტყვეობის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ თანამშრომელი; 1991-2000წწ. ვასილ გულისაშვილის სატყეო ინსტიტუტის ტყეთმცოდნეობის, მეტყევეობისა და ტყეთმოწყობის ლაბორატორიის გამგე; 2006 წელს ვასილ გულისაშვილის სახელობის სატყეო ინსტუტის ბიომრავალფეროვნების, დაგეგმარებისა და ექსპერტიზის განყოფილების მთავარი მეცნიერ თანამშრომელი; 2002 წლიდან საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ექსპერტი. გამოქვეყნებული აქვს 95 სამეცნიერო ნაშრომი, 2 მონოგრაფია, 10 მეთოდური მითითება. ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი (1980). წყარო: ასი უბერებელი მეტყევე: ქართველ მეტყევეთა ბიოგრაფ. ცნობები/ანზორ ჩაფიძე.-თბ.,2009.-გვ.89 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |