The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



არჩილ სუპატაშვილი

არჩილ სუპატაშვილი
დაბადების თარიღი:29 ოქტომბერი, 1945  (79 წლის)
კატეგორია:მეცნიერი, სოფლის მეურნეობის სპეციალისტი

ბიოგრაფია

დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის სატყეო-სამეურნეო ფაკულტეტი 1968 წელს.

1968 წლიდან მუშაობდა ლ. ყანჩაველის სახელობის მცენარეთა დაცვის ინსტიტუტის ტყის დაცვის განყოფილებაში მეცნიერ მუშაკად; 1980 წელს გადაყვანილ იქნა ვასილ გულისაშვილის სახელობის სამთო მეტყევეობის ინსტიტუტში; 1970-1987წწ. მიწვეული იყო როგორც ტყის დაცვის სპეციალისტი ამიერკავკასიის ტყეთმოწყობის საწარმოში. 1989-1993წწ. იყო საერთაშორისო ორგანიზაციის, აღმოსავლეთ პალეარქტიკული რეგიონალური სექციის წევრი. გამოქვეყნებული აქვს 51 სამეცნიერო ნაშრომი ტყის მავნებლებისა და დაცვის საკითხებთან დაკავშირებით. ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.  

წყარო: ასი უბერებელი მეტყევე: ქართველ მეტყევეთა ბიოგრაფ. ცნობები/ანზორ ჩაფიძე.-თბ.,2009.-გვ.88


გააზიარე: