Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გიორგი მაჭარაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი 1973 წელს. მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტში. სხვადასხვა დროს აგრეთვე ერევნის ფიზიკის ინსტიტუტში, ფერარას (იტალია) უნივერსიტეტში, ასევე ამაჩქარებლებზე: JINR (დუბნა, რფ), IHEP (პროტვინო, რფ), ITEP (მოსკოვი, რფ), IKP (იულიხი, გერმანია), KEK (ცუკუბა, იაპონია). მონაწილეობდა მრავალ საერთაშორისო პროექტსა და კოლაბორაციაში: PROZA, POLEX, NEPTUN (IHEP, პროტვინო), NICA (JINR, დუბნა), ANKE, PAX, JEDI/CPEDM (Forschungszentrum-Julich, გერმანია), E391, COMET (KEK, იაპონია). არის სამეცნიერო პუბლიკაციების ავტორი. მისი სამეცნიერო ინტერესების სფეროა ჰადრონული ურთიერთქმედებები, ბირთვული გარემოს გავლენა, იშვიათი და ხისტი პროცესების ძიება სტანდარტული მოდელის მიღმა, პოლარიზაციული მოვლენები ჰადრონულ ურთიერთქმედებებში, ასევე პლასტიკური და კრისტალური სცინტილატორები, ჩერენკოვის დეტექტორები, კალორიმეტრები, მაღალი სიზუსტის დეტექტორები, ამაჩქარებლების დინამიკა და სხვ. მუშაობს მონაცემთა ანალიზის, მონტე-კარლოს სიმულაციების, ოპტიმიზაციის ამოცანების, ანალიზის პროგრამული კოდების დიზაინის, ექსპერიმენტების პროექტირებისა და მონათესავე საკითხებზე. ფიზიკოს-ექსპერიმენტატორი, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (2006). წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 612; online.tsu.edu.ge Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |