შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თეიმურაზ მაჭარაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. საჩხერე. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი 1979 წელს. 1983–1989წწ. მუშაობდა მეცნიერ თანამშრომლად ბიოფიზიკის ცენტრში; 1990–1992წწ. ჰიდრომეტეოროლოგიურ და 1993 წლიდან გეოფიზიკის ინსტიტუტებში. 1995 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიხეილ ნოდიას გეოფიზიკის ინსტიტუტის გეოფიზიკური ველების დინამიკის და გამოთვლითი გეოფიზიკის სექტორის ხელმძღვანელი; 2004 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორია. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის გამოყენებითი გეოფიზიკის დეპარტამენტის კონსულტანტი. მისი ინტერესების სფეროა რთული სისტემები, არაწრფივი დინამიკა, რთული პროცესების დინამიკის თვისებრივი და რაოდენობრივი ანალიზი, დისციპლინათშორისო კვლევები. არის სამეცნიერო ნაშრომების ავტორი. გეოფიზიკოსი, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (2003), პროფესორი (2004). წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 612; დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი: ies.iliauni.edu.ge; თსუ-ს სამეცნიერო პორტალი: rp.tsu.ge ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |