The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ჭიჭიკო დადვანი

ჭიჭიკო დადვანი
დაბადების თარიღი:1939  (86 წლის)
კატეგორია:სამხედრო პირი, საქართველოს გმირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი მულახი, მესტიის რაიონი.

1946-1954 წლებში სწავლობდა ქლუხორის რაიონის საშუალო სკოლაში. 1962-1964 წლებში მსახურობდა საბჭოთა არმიის რიგებში თურქმენეთში, ქ. ნებიტდაგში. 1957-1967 წლებში სწავლობდა ქ. ბათუმის სავაჭრო ტექნიკუმში. 1968 წელს მუშაობა დაიწყო ოჩამჩირის რაიონის სოფელ კოჩარის კოლმეურნეობის საზოგადოებრივი კვების ობიექტის გამგედ. 1972 -1992 წლებში მუშაობდა გუდაუთის რაიონში, მიუსერაში სახელმწიფო აგარაკების მშენებლობაზე მძღოლად. აფხაზეთში  მიმდინარე  საომარი მოქმედებების დროს კოჩარაში შეიქმნა ბრიგადა, რომლის ერთ-ერთი ბატალიონის უფროსად ჭიჭიკო დადვანი აირჩიეს, 1992 წლის 29 ნოემბერს დაიკარგა უგზო-უკვლოდ სოფელ კვიტოულთან. 2016 წლის სექტემბერში  ჭიჭიკო დადვანის ნეშტი თბილისში გადმოასვენეს. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთის ომში.

წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის შიდა ქართლსა და აფხაზეთში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 2 / საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაცია, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.-თბ.,2004.-გვ.156; "მოლოდინი" - უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების ფონდი: molodini.org

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენი (გარდაცვალების შემდეგ)

გააზიარე: