შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მალხაზ დათაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი თამარაშენი, ცხინვალის რაიონი. მუშაობდა თამარაშენის მებოცვრეობის მეურნეობაში. მოიხადა სავალდებულო სამხედრო სამსახური, საიდანაც სერჟანტის წოდებით, მადლობებითა და სიგელებით დაბრუნდა, შემდეგ სწავლა განაგრძო მოსკოვის ფილიალის მილიციის უმაღლეს სკოლაში, რომელიც ლეიტენანტის წოდებით დაამთავრა. აქტიურად მონაწილეობდა სამაჩაბლოსა და აფხაზეთში ტერიტორიული მთლიანობის დაცვისთვის წარმოებულ ბრძოლებში. 1991 წლის 11 აპრილს მალხაზ დათაშვილი და რამდენიმე თამარაშენელი დააკავეს. დაიღუპა 1993 წლის 9 დეკემბერს. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი სამაჩაბლოში. წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის შიდა ქართლსა და აფხაზეთში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 2 / საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაცია, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.-თბ.,2004.-გვ.157-158
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |