The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ალექსანდრე დათებაშვილი

ალექსანდრე დათებაშვილი
დაბადების თარიღი:22 თებერვალი, 1969
გარდაცვ. თარიღი:2 ოქტომბერი, 1992  (23 წლის ასაკში)
კატეგორია:სამხედრო პირი, საქართველოს გმირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

იყო პირველთანრიგოსანი წყალბურთელი, თამაშობდა ქალაქის ნაკრებში. ზემდეგის ჩინით დაბრუნდა სავალდებულო სამხედრო სამსახურიდან, მუშაობდა ქუთაისში შინაგან საქმეთა სამმართველოში, ასევე იყო სპეცდანიშნულების რაზმის "ომონის" წევრი. აფხაზეთში მიმდინარე საომარი კონფლიქტის დროს იბრძოდა სამხედრო სატანკო ნაწილში. დაიღუპა 1992 წლის 2 ოქტომბერს. შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის ეზოში დაღუპულთა პატივსაცემად და უკვდავსაყოფად დადგმულ მემორიალზე აღნიშნულია მისი სახელი. ლეიტენანტი, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთის ომში.

წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის შიდა ქართლსა და აფხაზეთში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 2 / საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაცია, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.-თბ.,2004.-გვ.158-159

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენი, (გარდაცვალების შემდეგ)

გააზიარე: