The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი ზალიკაშვილი

გიორგი ზალიკაშვილი
დაბადების თარიღი:1 სექტემბერი, 1958  (66 წლის)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ჰიდროტექნიკისა და სანტექნიკის ფაკულტეტი ინჟინერ ჰიდროტექნიკოსის კვალიფიკაციით 1980 წელს; საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ჰიდრავლიკისა და ჰიდროელექტრო სადგურების კათედრის ასპირანტურა 1985 წელს.

1975-1976წწ. საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, წყალმომარაგებისა და კანალიზაციის კათედრა, ლაბორანტი; 1980-1982წწ. საქართველოს ენერგეტიკისა და ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა ინსტიტუტი, ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა კვლევის განყოფილება, ინჟინერი; 1987-1997წწ. საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, ჰიდრავლიკისა და ჰიდროელექტრო სადგურების კათედრა, დოცენტი; 1997-2006წწ. საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, ჰიდრომანქანების კათედრა, დოცენტი; 2008 წელს საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, ჰიდრომანქანების კათედრა, ასოცირებული პროფესორი; 2009 წელს ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა და ჰიდროენერგეტიკული მშენებლობის მენეჯმენტის კათედრა, ასოცირებული პროფესორი; 2015 წლიდან ჰიდროსაინჟინრო დეპარტამენტი, ასოცირებული პროფესორი. მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. აკადემიური დოქტორი (2006), პროფესორი (2008).

წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვებგვერდი: my.gtu.ge


გააზიარე: