The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ვალერიან მაჭარაძე

ვალერიან მაჭარაძე
Date of birth:10 January, 1921
Date of death:29 September, 2000  (at 79 years)
Category:Historian, Scientist, Educator

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ვაზისუბანი, ახლანდელი სამტრედიის მუნიციპალიტეტი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1946 წელს.

1939–1945წწ. II მსოფლიო ომის მონაწილე; 1946–1947წწ. მუშაობდა დუშეთის რაიონის სოფელ გრემისხევის საშუალო სკოლაში ისტორიის მასწავლებლად; 1952 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ყოფილ საბჭოთა კავშირის ხალხთა ისტორიის კათედრაზე: 1952–1957წწ. იყო უფროსი მასწავლებელი, 1957–1970წწ. – დოცენტი; 1970 წლიდან გარდაცვალებამდე – პროფესორი; 1955–1956წწ. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე; 1957–1960წწ. უნივერსიტეტის სწავლული მდივანი; 1974–1977წწ. მოსამზადებელი განყოფილების გამგე; მისი სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის მთავარ მიმართულებას რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ისტორიის შესწავლა წარმოადგენდა. მის სამეცნიერო ინტერესებში ასევე შედიოდა საქართველო-ჩრდილოეთ კავკასიის ხალხების ურთიერთობები, ქართულ-რუმინული კულტურულ-ლიტერატურული ურთიერთობების ისტორიის საკითხები. არის რამდენიმე მნიშვნელოვანი სამეცნიერო გამოკვლევის ავტორი. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1968), პროფესორი (1970).

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული  აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 612-613; მასალები XVIII საუკუნის მეორე ნახევრის რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ისტორიისათვის. ნაწ. 1, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა XVIII საუკუნის 40-50-იანი წლების მიჯნაზე / ვალერიან მაჭარაძე.-თბ.,2007.-გვ.-5

Bibliography


Share: