The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გოჩა დანელია

გოჩა დანელია
დაბადების თარიღი:21 ოქტომბერი, 1970
გარდაცვ. თარიღი:17 სექტემბერი, 1993  (22 წლის ასაკში)
კატეგორია:სამხედრო პირი, საქართველოს გმირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი დრანდა, გულრიფშის რაიონი.

სამხედრო-სავალდებულო  სამსახური მოიხადა წყნარი ოკეანის საზღვაო ფლოტში, კამჩატკაზე. დემობილიზაციის  შემდეგ  სწავლა განაგრძო უკრაინის სამოქალაქო ავიაციის ინსტიტუტში. აფხაზეთში დაწყებული საომარი მოქმედებების  დროს, გოჩა დანელია ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 სააარმიო კორპუსის 23-ე ბრიგადის მე-6 სატანკო ბატალიონის მე-4 ასეულში. აქტიურად მონაწილეობდა ბატალიონის მიერ მდინარე გუმისთის მიმდებარედ, ქვემო ეშერაში განხორციელებულ საბრძოლო ოპერაციაში. 1993 წლის 17 სექტემბერს, ბატალიონის მე-4 ასეულის პოზიციებთან, ერთ-ერთი საბრძოლო დავალების შესრულებისას გოჩა დანელია უგზო-უკვლოდ დაიკარგა. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთის ომში.  

წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის შიდა ქართლსა და აფხაზეთში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 2 / საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაცია, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.-თბ.,2004.-გვ.159


გააზიარე: