The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



სერგო ესაძე

სერგო ესაძე
დაბადების თარიღი:21 ივლისი, 1964  (60 წლის)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ინჟინერ-ჰიდროტექნიკოსის კვალიფიკაციით 1986 წელს.

1986-1989წწ. საქართველოს ენერგეტიკისა და ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტი,  ნაგებობათა დინამიკის განყოფილება, ინჟინერი; 1989-1992წწ. თბილისის ზონალური და ექსპერიმენტალური პროექტირების სამეცნიერო–კვლევითი და საპროექტო ინსტიტუტი, პირველი არქიტექ. სახელოსნო, ინჟინერ–კონსტრუქტორი; 1992-2002წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ლითონის კონსტრუქციების კათედრა, დოცენტი; 1992-2000წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სამშენებლო მექანიკისა და სეისმომედეგობის ინსტიტუტი, რკინაბეტონის ლაბორატორია, მეცნიერ–თანამშრომელი; 2002-2006წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სამშენებლო კონსტრუქციების კათედრა, პროფესორი; 2006 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სამოქალაქო და სამრეწველო მშენებლობის დეპარტამენტი, პროფესორი; 2006-2007წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი,  აკადემიური პროცესების მართვისა და განვითარების დეპარტამენტი, უფროსი; 2007-2011წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური, უფროსი. 50-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. აკადემიური დოქტორი. პროფესორი (2002).

წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვებგვერდი: my.gtu.ge


გააზიარე: