ძიება
საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე
|
კახა სულუაშვილი
ოფიციალური სახელი: | კახაბერ სულუაშვილი |
დაბადების თარიღი: | 25 თებერვალი, 1968 (57 წლის) |
კატეგორია: | მწერალი, პოეტი, სცენარისტი |
ბიოგრაფია
დაბადების ადგილი: ქ. თბილისში. დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური უნივერსიტეტის სმსახიობო ფაკულტეტი 1992 წელს. 1987 წელს შეიქმნა მისი პირველი რომანი, "თბილისს ვტოვებ ალიონზე", რომელიც 1992 გამომცემლობა "მერანის" მიერ, 35 000 ტირაჟით გამოიცა, უმალვე იქცა ბესტსეელერად და დიდი მოთხოვნის გამო, სხვადასხვა დროს, კიდევ 5-ჯერ გამოქვეყნდა; 1995-2021წლებში, მწერლის კიდევ 5 წიგნი დაიბეჭდა. რომანები: "ლახტის პრინციპი", "სეკუნდანტი", "როცა ერთაწმინდაში თოვს", "მთავარი ფერი" და პოეტური კრებული - "ყოფნა არ ყოფნის"; კახა სულუაშვილი, როგორც მსახიობი, გადაღებულია, კინოსტუდია "ქართული ფილმის" 1996 წელს წარმოებულ მხატვრულ ფილმში - "ნისლა" (კომკავშირის მდივანი) და საავტორო სატელევიზიო მრავალსერიან მხატვრულ ფილმში - "ვარდენის ევოლუცია" (ტვ მე-9 არხის ნაწარმოები, 2012), რომლის სცენარის ავტორი, დამდგმელი რეჟისორი და პროდიუსერიც თავადაა; როგორც სამხედრო(უფროს ოფიცერთა შემადგენლობა), 1992 წლიდან მუშაობს სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურებში. 1992 და 2008 წლებში, აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში, მონაწილეობდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებულ ბრძოლებში (ორივე შემთხვევაში ქვედანაყოფის მეთაური), ომის ვეტერანი. წყარო: კახა (კახაბერ) სულუაშვილის მიერ მოწოდებული ბიოგრაფიული მონაცემები.
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
- 2022 - III ხარისხის მედალი
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში უმწიკვლო სამსახურისათვის
ბიბლიოგრაფია
- თბილისს ვტოვებ ალიონზე ; როცა ერთაწმინდაში თოვს : რომანები (ავტორი). - თბილისი, შპს "თამარიონი 2002", 2023. - 360გვ.. - ISBN: 9789941832741
- ლახტის პრინციპი : სეკუნდანტი : რომანები (ავტორი). - თბილისი, შპს "თამარიონი 2002", 2023. - 188გვ.. - ISBN: 9789941852022
- ყოფნა არ ყოფნის : ლექსები (ავტორი). - თბილისი, შპს "თამარიონი 2002", 2021. - 122გვ.. - ISBN: 9789941830280
- მთავარი ფერი (შეიარაღებული სამიზნე) : დეტექტიური რომანი (ავტორი). - თბილისი, 2016. - 494გვ.. - ISBN: 9789941087127
- ლახტის პრინციპი : რომანი (ავტორი). - თბილისი, ლეგა, 2011. - 216გვ.. - ISBN: 9789941919145
- თბილისს ვტოვებ ალიონზე : რომანი (ავტორი). - თბილისი, ლეგა, 2008. - 428გვ.. - ISBN: 9789941903359
- როცა ერთაწმინდაში თოვს : რომანი (ავტორი). - თბილისი, ლეგა, 2006. - 236გვ.. - ISBN: 9994084771
|