The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



კახა სულუაშვილი

კახა სულუაშვილი
Legal name:კახაბერ სულუაშვილი
Date of birth:25 February, 1968  (57 years)
Category:Writer, Poet, Screenwriter

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისში.
დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური უნივერსიტეტის სმსახიობო ფაკულტეტი 1992 წელს.
1987 წელს შეიქმნა მისი პირველი რომანი, "თბილისს ვტოვებ ალიონზე", რომელიც 1992 გამომცემლობა "მერანის" მიერ, 35 000 ტირაჟით გამოიცა, უმალვე იქცა ბესტსეელერად და დიდი მოთხოვნის გამო, სხვადასხვა დროს, კიდევ 5-ჯერ გამოქვეყნდა; 1995-2021წლებში, მწერლის კიდევ 5 წიგნი დაიბეჭდა. რომანები: "ლახტის პრინციპი", "სეკუნდანტი", "როცა ერთაწმინდაში თოვს", "მთავარი ფერი" და პოეტური კრებული - "ყოფნა არ ყოფნის"; კახა სულუაშვილი, როგორც მსახიობი, გადაღებულია, კინოსტუდია "ქართული ფილმის" 1996 წელს წარმოებულ მხატვრულ ფილმში - "ნისლა" (კომკავშირის მდივანი) და საავტორო სატელევიზიო მრავალსერიან მხატვრულ ფილმში - "ვარდენის ევოლუცია" (ტვ მე-9 არხის ნაწარმოები, 2012), რომლის სცენარის ავტორი, დამდგმელი რეჟისორი და პროდიუსერიც თავადაა; როგორც სამხედრო(უფროს ოფიცერთა შემადგენლობა), 1992 წლიდან მუშაობს სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურებში.
1992 და 2008 წლებში, აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში, მონაწილეობდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებულ ბრძოლებში (ორივე შემთხვევაში ქვედანაყოფის მეთაური), ომის ვეტერანი.
წყარო: კახა (კახაბერ) სულუაშვილის მიერ მოწოდებული ბიოგრაფიული მონაცემები.

Awards and Honors

  • 2022 - III ხარისხის მედალი
    საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში უმწიკვლო სამსახურისათვის

Bibliography


Share: