The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიზო უბილავა

გიზო უბილავა
დაბადების თარიღი:19 სექტემბერი, 1978  (46 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, იურისტი

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის საერო უნივერსიტეტი "აღმაშენებელი" იურიდიული განხრით 1998 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუგდიდის ფილიალის მაგისტრატურა იურიდიული განხრით 2007 წელს; 2018-2019წწ. იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი; 2000 წელს ჩააბარა მოსამართლის თანაშემწის საკვალიფიკაციო გამოცდა; 2018 წელს ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალიზაციაში.

1999-2002წწ. - გალი-გულრიფშის რაიონული სასამართლოს მოსამართლის თანაშემწე; 2002-2004წწ. - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის სახელმწიფო ბრალდების განყოფილების უფროსი; 2005 წელს - იურიდიული საკონსულტაციო კავშირი "ვექილის" თავმჯდომარე; 2005-2013წწ. - თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორი; 2013 წელს - მცხეთის რაიონული პროკურორის მოადგილე; 2013-2016წწ. - სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურორი; 2016-2018წწ. - თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურორი; 2018-2019წწ. - თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების უფროსი; 2020-2022წწ. - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლე. 2022 წლის ნოემბრიდან - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლე.

წყარო: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: hcoj.gov.geსაქართველოს უზენაესი საქართველი: supremecourt.ge


გააზიარე: