The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნინო შჩერბაკოვი

ნინო შჩერბაკოვი
დაბადების თარიღი:15 ნოემბერი, 1985  (39 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, იურისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტი 2007 წელს და მიენიჭა სამართალმცოდნეობის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და მიენიჭა სამართლის მაგისტრის აკადემიური ხარისხი 2009 წელს; 2019-2020წწ. იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი; 2009 წელს ჩააბარა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციით; 2011 წელს იუსტიციის უმაღლეს სკოლაში გაიარა მოსამართლის თანაშემწის სასწავლო კურსი და ჩააბარა სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული ტესტური გამოცდა; 2014 წელს ჩააბარა  მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა, სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციით.

2008-2009წწ. - თბილისის საქალაქო სასამართლოს სტაჟიორი სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში; 2009-2016წწ. - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში სხდომის მდივანი და მოსამართლის თანაშემწე; 2016-2018წწ. - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მთავარი კონსულტანტი - მწერალი თანაშემწე; 2018-2019წწ. - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში, მწერალი-თანაშემწე. 2020 წლის დეკემბრიდან - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე.

წყარო: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: hcoj.gov.ge


გააზიარე: