The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნოდარ ტარასაშვილი

ნოდარ ტარასაშვილი
დაბადების თარიღი:1931
გარდაცვ. თარიღი:2011  (80 წლის ასაკში)
კატეგორია:მეცნიერი, სოფლის მეურნეობის სპეციალისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის სატყეო-სამეურნეო ფაკულტეტი 1954 წელს; ასპირანტურა 1959 წელს.

1959 წლიდან მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სატყეო ინსტიტუტში უმცროსი მეცნიერ თანამშრომლის თანამდებობაზე; 1962 წელს მოსკოვის მ. ლომონოსოვის სახელობის უნივერსიტეტში დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია; 1963 წლიდან მუშაობდა სატყეო ინსტიტუტში უფროს მეცნიერ თანამშრომლად; 1968 წელს გადაიყვანეს ამავე ინსტიტუტის სატყეო ნიადაგმცოდნეობის ლაბორატორიის გამგედ; 1981-2006წწ. მუშაობდა ვ. გულისაშვილის სახელობის სამთო მეტყევეობის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილედ სამეცნიერო ნაწილში. გამოქვეყნებული აქვს 130 სამეცნიერო შრომა და პრაქტიკული მითითებები. დოქტორი (1979), პროფესორი (1981).

წყარო: ასი უბერებელი მეტყევე: ქართველ მეტყევეთა ბიოგრაფ. ცნობები/ანზორ ჩაფიძე.-თბ.,2009.-გვ.96

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს სოფლის მეურნეობის აკადემია, წევრ-კორესპონდენტი (1991-2011)

გააზიარე: