შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლუარსაბ მახათაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ჟიტომირი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრარული ფაკულტეტი 1929 წელს. 1954–1957წწ. იყო ერევნის ბოტანიკური ბაღის დირექტორი; 1957–1980წწ. ვ. გულისაშვილის სახელობის საქართველოს სამთო მეტყევეობის ინსტიტუტის სატყეო გეობოტანიკის განყოფილების გამგე; 1980 წლიდან სამეცნიერო კონსულტანტი. იკვლევდა საქართველოს ტყეების დინამიკურ მიმართულებებს, კავკასიის ტყის ტიპების ეკოლოგიურ-გენეტიკური კლასიფიკაციის საკითხებს. ავტორია სამეცნიერო ნაშრომების. მეტყევე, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1956), პროფესორი (1968). მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 615 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |