შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გოჩა დვალიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა ქუთაისის პოლიტექნიკური ინსტიტუტის მანქანათმშენებლობის ტექნოლოგიის ფაკულტეტი. მუშაობდა საავტომობილო ქარხანაში, შემდეგ ეროვნულ ჯარში განაგრძო სამსახური ინჟინერ-მექანიკოსად. აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს, 14 აგვისტოს აფხაზეთის ტერიტორიაზე შეტაკების გამო დაზიანებული საბრძოლო-საავტომობილო ტექნიკის ადგილზე შეკეთების მიზნით, აფხაზეთში 17 აგვისტოს ქუთაისიდან გაემგზავრა სამი ავტომანქანა, მათ შორის ერთი ამწეკრანი, მასში იმყოფებოდნენ დავით სარალიძე, გოჩა დვალიშვილი და მძღოლი. დაიღუპა 1992 წლის 17 აგვისტოს ენგურის ხიდთან მომხდარი შეტაკების დროს. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთის ომში. წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის შიდა ქართლსა და აფხაზეთში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 2 / საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაცია, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.-თბ.,2004.-გვ.163-164 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |