The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნიკო ტაბატაძე

ნიკო ტაბატაძე
დაბადების თარიღი:15 სექტემბერი, 1961  (63 წლის)
კატეგორია:ინჟინერი, სოფლის მეურნეობის სპეციალისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი მანავი, საგარეჯოს რაიონი.

დაამთავრა მანავის საშუალო სკოლა 1978 წელს; საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი 1987 წელს.

 1978 წლიდან მუშაობდა საგარეჯოს სატყეო მეურნეობის მანავის სატყეოში კულტურების მუშად; მანავის სატყეოში ტყის მცველად; 1993 წელს გადაიყვანეს ამავე სატყეოში უფროსის თანაშემწედ; 1995 წელს გადავიდა საგარეჯოს სატყეო მეურნეობაში მეურნეობის ინჟინრად; 1996 წელს გადაიყვანეს ამავე სატყეო მეურნეობის მანავის სატყეო უბნის უფროსად.

წყარო: ასი უბერებელი მეტყევე: ქართველ მეტყევეთა ბიოგრაფ. ცნობები/ანზორ ჩაფიძე.-თბ.,2009.-გვ.99


გააზიარე: