The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მაია ქოქიაშვილი

მაია ქოქიაშვილი
დაბადების თარიღი:19 იანვარი, 1977  (48 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, იურისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით 1999 წელს; 2011 წელს ჩააბარა მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალიზაციით; 2012-2013წწ. იყო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი.

2001-2009წწ. - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში სხდომის მდივანი; 2009-2012წწ. - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მოსამართლის თანაშემწე; 2013 წელს - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მოსამართლის თანაშემწე; 2014 წელს - თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის ბიუროში კონსულტანტი; 2014-2015წწ. - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მოსამართლის თანაშემწე; 2015 წლის მაისიდან - თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე; 2018 წლის მარტიდნ - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლე. 2018 წლის მაისიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.

წყარო: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: hcoj.gov.ge


გააზიარე: