The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



საშკა ეგოიანი

საშკა ეგოიანი
ოფიციალური სახელი:ალექსანდრე ეგონია
დაბადების თარიღი:14 ივნისი, 1962
გარდაცვ. თარიღი:7 იანვარი, 1993  (30 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:მუხათგვერდის სასაფლაო, თბილისი
კატეგორია:სამხედრო პირი, საქართველოს გმირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის კავშირგაბმულობის ტექნიკუმი.

სავალდებულო სამხედრო სამსახური მოიხადა მინსკში, საიდანაც ქების სიგელებითა და ლეიტენანტის წოდებით დაბრუნდა. 1992 წლის დეკემბერში საქართველოს დამოუკიდებლობისთვის გამართულ ეროვნულ მოძრაობაში ჩაება და აფხაზეთში ფრონტის წინა ხაზს მიაშურა. 1992 წლის 28 დეკემბერს მძიმედ დაიჭრა, სასიკვდილო ჭრილობისაგან გარდაიცვალა 1993 წლის 7 იანვარს. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთის ომში.

წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის შიდა ქართლსა და აფხაზეთში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 2 / საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაცია, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.-თბ.,2004.-გვ.166


გააზიარე: