შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მიხეილ ერემეიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი დიხაშხო, ვანის რაიონი. გატაცებული იყო სპორტით. სკოლის დამთავრების შემდეგ მოიხადა სამხედრო-სავალდებულო სამხედრო სამსახური, სადესანტო ჯარებში იყო სნაიპერი. სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოხდის შემდეგ თამაშობდა ვანის ადგილობრივი გუნდის "სულორის" მეკარედ. 1992 წლის 15 მაისს გახდა მაშველთა კორპუსის "მხედრიონის" წევრი. იბრძოდა მთელ რიგ ცხელ წერტილებში. განსაკუთრებით გამოიჩინა თავი გაგრის დაცვისთვის ბრძოლების დროს. დაიღუპა აფხაზეთში მიმდინარე საომარი კონფლიქტის დროს სოფელ კოლხიდასთან 1992 წლის 19 აგვისტოს. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთის ომში. წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის შიდა ქართლსა და აფხაზეთში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 2 / საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაცია, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.-თბ.,2004.-გვ.168
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |