The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნინო ჩახნაშვილი

ნინო ჩახნაშვილი
Date of birth:29 September, 1981  (43 years)
Category:Public official, Lawyer

Biography

დაამთავრა ნ. დუმბაძის სახელობის თბილისის ჰუმანიტარული ინსტიტუტის იურიდიული ფაკულტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით 2004 წელსლ 2004 წელს ჩააბარა პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა; 2004 წელს ჩააბარა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალიზაციით; 2006-2007წწ. იუსტიციის უმაღლეს სკოლაში გაიარა მოსამართლის თანაშემწის სამთვიანი კომპლექსური სასწავლო კურსი და წარმატებით ჩააბარა გამოცდა; 2006-2007წწ. სტაჟირება გაიარა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში; 2014 წელს ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალიზაციით; 2016-2017წწ. იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი.

2007-2008წწ. - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის ბიუროს მოსამართლის თანაშემწე; 2008 წლის დეკემბრიდან - ამავე კოლეგიის ბიუროში მოსამართლის თანაშემწე; 2013-2016წწ. - თბილისის საქალაქო სასამართლოს აპარატის სამართლებრივი და ორგანიზაციული უზრუნველყოფის განყოფილების მოსამართლის თანაშემწე; 2016-2018წწ. - თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის სამდივნოს მოსამართლის თანაშემწე; 2018-2019წწ. - თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლე; 2019-2024წწ. - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლე. 2024 წლის ივლისიდან - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის საქმეთა პალატის მოსამართლე.

წყარო: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: hcoj.gov.ge


Share: