Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მაია მახათელი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ვ. ჭაბუკიანის სახელობის თბილისის სახელმწიფო ქორეოგრაფიული სასწავლებელი, სადაც მშობლებთან ერთად (ნ. მახათელი და მ. ლოლაძე), მისი პედაგოგები იყვნენ ს. მთვარელიშვილი და ლ. ჩხიკვიშვილი. 15 წლის ასაკში ოჯახთან ერთად საცხოვრებლად გადავიდა აშშ-ში და სწავლა განაგრძო სან-ველის საბალეტო სკოლაში (კეტჩუმი, აიდაჰოს შტატი), შემდეგ კი − დენვერში (პედაგოგები: გ. ზამუელი, ვ. მუხანოვა). 2002 წლიდან ის "კოლორადო ბალეტის" დასის წევრია. 2006-2007წწ. იყო ბირმინგემის სამეფო ბალეტის მოცეკვავე, სადაც ს. პროკოფიევის "რომეო და ჯულიეტაში" შეასრულა ჯულიეტას, მისმა ძმამ, დ. მახათელმა კი – რომეოს პარტია. 2009 წლიდან ნიდერლანდების ნაციონალურ საბალეტო დასში ჩაირიცხა. 2014 წელს ჰააგის საზაფხულო პროგრამით მიწვეული იყო ორეგონის საბალეტო დასში. იგი თანამშრომლობს მსოფლიოს გამოჩენილ ბალეტმაისტერებთან (ქ. ვილდონი, ა. რატმანსკი, ი. გრიგოროვიჩი, ნ. მაკაროვა, ბ. მილეპიედი, დ. დავსონი, ტ. ბრონსონი და სხვ.). მისი შესრულებული პარტიებიდან აღსანიშნავია კიტრი, ნიკია (ლ. მინკუსის "დონკიხოტი", "ბაიადერა"), კლარა, შაქარლამა; ოდეტა-ოდილია, ავრორა (პ. ჩაიკოვსკის "მაკნატუნა", "გედების ტბა", "მძინარე მზეთუნახავი"), ჟიზელი (ა. ადანის "ჟიზელი"); სილფიდა (ჟ. შნეიცჰოფერის "სილფიდა"), ჯულიეტა, კონკია (ს. პროკოფიევის "რომეო და ჯულიეტა", "კონკია"), მთავარი გოგონა, რუსი გოგონა (ჯ. ბალანჩინის დადგმები: "თემა და ვარიაციები", "სერენადა"), მარგარიტა გოტიე (ა. დიუმას "ქალი კამელიების" მიხედვით, მუსიკა − ფ. შოპენის), მატა ჰარი (ტ. ო’რიგენის "მატა ჰარი") და სხვ. ის არის საერთაშორისო საბალეტო ფესტივალებისა და კონკურსების, ასევე აშშ-ის საბალეტო გილდიის ახალგაზრდა მოცეკვავეთა კონკურსის (I პრემია და გრან-პრი; დენვერი, 2002) ლაურეატი. მიღებული აქვს ნ. ანანიაშვილისა და ჟ. ალბერტის პრიზი "ვარსკვლავი" (2011), ნიდერლანდების ნაციონალური ბალეტის წლის საუკეთესო მოცეკვავის წოდება და ალექსანდრა რადიუსის უმაღლესი ჯილდო (2015), "Benois de la Danse"-ს პრემია (2019), ჟურნალ "Dance Europe"-ს პრიზი "წლის საუკეთესო ბალერინა" (2020) და სხვ. ბალეტის მოცეკვავე, ნიდერლანდების ნაციონალური ბალეტის პრიმა-ბალერინა (2010). ქორეოგრაფის ნიკოლოზ (ნუგზარ) მახათელის ქალიშვილია. მისი ძმა არის ლონდონის სამეფო თეატრის წამყვანი ბალერონი, ქორეოგრაფი დავით მახათელი. წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 615-616
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |