The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



კარლო ტუღუში

კარლო ტუღუში
დაბადების თარიღი:3 მარტი, 1935  (90 წლის)
კატეგორია:მეცნიერი, სოფლის მეურნეობის სპეციალისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის, სატყეო-სამეურნეო ფაკულტეტი 1959 წელს.

1959 წელს სამუშაოდ გაანაწილეს თბილისის სატყეო ინსტიტუტის აფხაზეთის სატყეო საცდელ სადგურში, ოჩამჩირის რაიონში; 1966 წლამდე მუშაობდა უმცროს მეცნიერ თანამშრომლად; 1987 წლამდე სადგურის დირექტორად; 1987-1990წწ. ეკოლოგიის ლაბორატორიის გამგედ; 1990 წლის თებერვალში გდმოიყვანეს თბილისში ვასილ გულისაშვილის სახელობის სამთო მეტყევეობის ინსტიტუტში, სადაც ჯერ ასრულებდა სელექციის და ინტროდუქციის ლობორატორიის გამგის, შემდეგ კი წამყვანი მეცნიერ თანამშრომლის მოვალეობას; 1990 წლის პირველ აგვისტოს აირჩიეს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ცენტრალური ბოტანიკური ბაღის წამყვან მეცნიერ თანამშრომლად; 1966 წელს ბაქოში, ბოტანიკის ინსტიტუტში, აკად. ვასილ გულისაშვილის ხელმძღვანელობით, დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია აფხაზეთის წაბლნარების გაუმჯობესების საკითხებზე; 1975 წელს უმაღლესმა საატესტაციო კომისიამ დაამტკიცა უფროს მეცნიერ თანამშრომლის წოდებაზე. გამოაქვეყნა 70-ზე მეტი სამეცნიერო შრომა. მიღებული აქვს საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელის ორი სიგელი. ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი.

წყარო: ასი უბერებელი მეტყევე: ქართველ მეტყევეთა ბიოგრაფ. ცნობები/ანზორ ჩაფიძე.-თბ.,2009.-გვ.100

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • აფხაზეთის აკადემია, აკადემიკოსი
  • სამეცნიერო შრომების რედ-კოლეგია, წევრი
  • საქართველოს ეკოლოგიურ მეცნიერებათა აკადემია, წევრი (1997-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1983 - საქართველოს დამსახურებული მეტყევე

გააზიარე: