The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ხათუნა ხარჩილავა

ხათუნა ხარჩილავა
დაბადების თარიღი:18 მარტი, 1977  (48 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, იურისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. სოხუმი.

დაამთავრა თბილისის ჟურნალისტიკის ინსტიტუტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი 1997 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის ისტორია-იურიდიული ფაკულტეტი სამართლამცოდნეობის სპეციალობით 2002 წელს; 2002 წელს ჩააბარა მოსამართლის თანაშემწეობის პრეტენდენტთა საკვალიფიკაციო გამოცდა; 2003 წელს - პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა; 2004 წელს - ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალიზაციით; 2006 წელს - მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალიზაციით; 2011-2012 წლებში იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი.

1999-2003წწ. - აფხაზეთის კონფლიქტის პოლიტიკური მოწესრიგების საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრში მთავარი სახელმწიფო მრჩეველი; 2003-2006წწ. - აფხაზეთის ა/რ უმაღლესი სააპელაციო სასამართლოს სხდომის მდივანი; 2006 წელს - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სხდომის მდივანი; 2006-2007წწ. - თბილისის საქალაქო სასამართლოს სხდომის მდივანი; 2007-2011წწ. - თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის თანაშემწე. 2012 წლის ივნისიდან - თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე.

წყარო: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: hcoj.gov.ge


გააზიარე: