შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ირმა ინაშვილი![]()
ბიოგრაფიადაამთავრა საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტი ინჟინერ-ეკოლოგის კვალიფიკაციით 1998 წელს; საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის დოქტურანტურა 2006 წელს. 2003-2006წწ. საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტი, ჰიდრომელიორაციისა და საინჟინრო ეკოლოგიის ფაკულტეტი, ლაბორანტი; 2006-2011წწ. საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტი, ჰიდრომელიორაციისა და საინჟინრო ეკოლოგიის ფაკულტეტი, უფროსი მასწავლებელი; 2011-2012წწ. საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი, კ. ამირეჯიბის სოფლის მეურნეობის მექანიზაციისა და ელექტრიფიკაციის ინსტიტუტი, უფროსი მეცნიერ თანამშრომელი; 2013-2015წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერისტეტი, სამშენებლო ფაკულტეტი, მოწვეული პროფესორი; 2013 წელს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი, სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი, ასოცირებული პროფესორი; 2015 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერისტეტი, სამშენებლო ფაკულტეტის პროფესორი; 2018-2020წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერისტეტი, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური, სამსახურის ხელმძღვანელი. 100-დე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. აკადემიური დოქტორი (2006), პროფესორი (2013). წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერისტეტის ვებგვერდი: my.gtu.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |