Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
შალვა მახარაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი იანეული, ახლანდელი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1944 წელს. 1944 წლიდან დაიწყო მუშაობა საევაკუაციო ჰოსპიტლის თორაკალური ქირურგიის განყოფილების ორდინატორად; 1947–1950წწ. იყო ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის №2 ქირურგიული კათედრის ორდინატორი, უმცროსი მეცნიერი თანამშრომელი; 1950 წელს თიანეთის რაიონის საავადმყოფოს, 1958 წელს ქალის ფიზიოლოგიისა და პათოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ექსპერიმენტული ქირურგიის განყოფილებების გამგე; 1960 წელს კლინიკურ და ექსპერიმენტულ კარდიოლოგიის ინსტიტუტში ხელმძღვანელობდა თავისივე დაარსებულ გულ-სისხლძარღვთა ქირურგიის განყოფილებას; 1975–1990წწ. იყო საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსთან არსებული IV სამმართველოს მთავარი ქირურგი, სამეცნიერო საბჭოს წევრი და სხვ. მისი სამეცნიერო ნაშრომები და გამოგონებები ეხება მედიცინის აქტუალურ საკითხებს. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1970), პროფესორი (1972). წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 621 Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |