The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ალექსანდრე ურუშაძე

ალექსანდრე ურუშაძე
დაბადების თარიღი:29 მარტი, 1974
გარდაცვ. თარიღი:2008  (33 წლის ასაკში)
კატეგორია:იურისტი, მეცნიერი, სოფლის მეურნეობის სპეციალისტი

ბიოგრაფია

1991-1996წწ. სწავლობდა დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის სატყეო-სამეურნეო ფაკულტეტი 1996 წელს; თბილისის მართვის ინსტიტუტის იურდიულ ფაკულტეტი 1997 წელს; ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი 2000 წელს.

1999-2000წწ. იმყოფებოდა სტაჟირებაზე ჩეხეთის რესპუბლიკის აგრარული უნივერსიტეტის სატყეო-სამეურნეო ფაკულტეტზე; 1997-2000წწ. იყო საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის სატყეო-სამეურნეო ფაკულტეტის მაძიებელი; 2001 წელს ვ. გულისაშვილის სახელობის სამთო მეტყვეობის ინსტიტუტში დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია; 1996-1997წწ. სწავლობდა უცხო ენების (ინგლისური) სწავლების (ინტენსიური კურსები) ცენტრში; 1998 წელს სწავლობდა ფაო-ს მიერ ორგანიზებული მარკეტინგის და კვების წარმოების ინტენსიურ კურსებზე; 1998-1999წწ. სწავლობდა ჩეხეთის რესპუბლიკის ჩარლზის უნივერსიტეტის ჩეხური ენის შესწავლის ინტენსიურ კურსებზე. გამოქვეყნებული აქვს 70-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი.

წყარო: ასი უბერებელი მეტყევე: ქართველ მეტყევეთა ბიოგრაფ. ცნობები/ანზორ ჩაფიძე.-თბ.,2009.-გვ.105


გააზიარე: