The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ზაჰიდატ მაჰომედბეკოვა

ზაჰიდატ მაჰომედბეკოვა
დაბადების თარიღი:1920
გარდაცვ. თარიღი:1999  (79 წლის ასაკში)
კატეგორია:ენათმეცნიერი, მეცნიერი, პედაგოგი, ფილოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ხუნზახი, დაღესტანი.

დაამთავრა დაღესტნის პედაგოგიური ინსტიტუტი 1942 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურა აკადემიკოს არნოლდ ჩიქობავას ხელმძღვანელობით 1949 წელს.

1942–1946წწ. მუშაობა დაიწყო ბოტლიხისა და ვედენოს (დაღ.) საშუალო სკოლის რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად. 1950–1952წწ. მუშაობდა დაღესტნის პედაგოგიურ ინსტიტუტსა და განათლების სამინისტროში. 1967–1982წწ. იყო თბილისის თეატრალური ინსტიტუტის სასცენო მეტყველების პედაგოგი; 1952–1999წწ. – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ენათმეცნიერების ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი. დაღესტანოლოგი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1970). ახვახურსა და კარატულ ენებზე პირველი სამეცნიერო პუბლიკაციების ავტორი. 

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული  აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 628; archive.ph

ბიბლიოგრაფია

  • Каратинский язык : Грамматический анализ, тексты, словарь (ავტორი). - Тбилиси, Мецниереба, 1971. - 290с.
  • Ахвахский язык : Грамматический анализ, тексты, словарь (ავტორი). - Тбилиси, Мецниереба, 1967. - 254с.

გააზიარე: