The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თინა მგალობლიშვილი

თინა მგალობლიშვილი
ოფიციალური სახელი:თინათინ მგალობლიშვილი
დაბადების თარიღი:23 იანვარი, 1937  (88 წლის)
კატეგორია:მსახიობი, სატელევიზიო სახე

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1959 წელს.

გაახმოვანა 600-მდე კინოგმირი, მათ შორისაა მარიტა ("ნატვრის ხე", რეჟ. თ. აბულაძე), ხათუნა ("როცა აყვავდა ნუში", რეჟ. ლ. ღოღობერიძე), ესმა ("სამი სიცოცხლე", რეჟ. ი. პერესტიანი), თამარი ("მთვარის მოტაცება", რეჟ. თ. მელიავა), შორენა ("დიდოსტატის მარჯვენა", რეჟისორები: ვ. ტაბლიაშვილი, დ. აბაშიძე) და სხვ. წლების განმავლობაში იყო საქართველოს ტელევიზიისა და რადიომაუწებლობის სახელმწიფო კომიტეტის დიქტორი; საინფორმაციო პროგრამა "მოამბის" წამყვანი. რადიოში მიჰყავდა მხატვრულ-ლიტერატურული გადაცემები. 2021 წელს მთაწმინდაზე, ტელეანძის მიმდებარედ, გაიხსნა მისი ვარსკვლავი.

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული  აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.geსაქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 630

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1987 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

გააზიარე: