Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
იური ზარქუა![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ოხურეი, ოჩამჩირის რაიონი. სამხედრო-სავალდებულო მოიხადა გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში, შემდეგ დაამთავრა აჩიგვარის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმი. 1992 წლის ნოემბრიდან ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 24-ე მექანიზირებული ბრიგადის 240-ე ბატალიონის პირველ ასეულში ათმეთაურად. იგი მონაწილეობდა ბატალიონის მიერ ჩატარებულ საბრძოლო ოპერაციებში სოფლების ოხურეის, მერკულასა და ფოქვეშის მიმართულებით. 1992 წელს კოჩარის ტერიტორიაზე მომხდარი შეტაკების დროს, იური ზარქუა ხელმძღვანელობდა ჯგუფს, რომელსაც ნაღმებისგან უნდა გაეწმინდა ტერიტორია, დავალების შესრულების დროს დაიჭრა და ჰოსპიტალში მიყვანამდე გარდაიცვალა. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთის ომში. წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის შიდა ქართლსა და აფხაზეთში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 2 / საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაცია, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.-თბ.,2004.-გვ.176; შექმენი საკუთარი ისტორია: mematiane.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |