The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



სერგო მეთოფიშვილი

სერგო მეთოფიშვილი
დაბადების თარიღი:1 აგვისტო, 1961  (63 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, იურისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1985 წელს.

1987-1989წწ. - წალკის რაიონის პროკურატურის სტაჟიორი-პროკურორის თანაშემწე, ახალქალაქის რაიონის პროკურატურის სტაჟიორ-გამომძიებელი; 1989 წელს - ახალქალაქის რაიონის პროკურატურის გამომძიებელი; 1989-1992წწ. - დმანისის რაიონის პროკურატურის გამომძიებელი; 1992 წელს - დმანისის რაიონის პროკურორის თანაშემწე; 1992-1993წწ. - მთავარი სამხედრო პროკურატურის გმს გამომძიებელი, უფროსი გამომძიებელი; 1993-1994წწ. - ახალციხის სამხედრო პროკურორის მოადგილე; 1994-1997წწ. - საქართველოს რესპუბლიკის მთავარი სამხედრო პროკურატურის საერთო ზედამხედველობის განყოფილების უფროსი პროკურორი; 1997-2002წწ. - მთავარი სამხედრო პროკურატურის შეიარაღებულ ძალებში მოკვლევისა და ადამიანთა უფლებების დაცვის კანონიერებაზე ზედამხედველობის განყოფილების უფროსი პროკურორი; 2002 წელს - მთავარი სამხედრო პროკურატურის სასჯელთა აღსრულებისას კანონის შესრულებაზე ზედამხედველობის ჯგუფში პროკურორის უფროსი თანაშემწე; 2002-2003წწ. - მთავარი სამხედრო პროკურატურის კადრების, ორგანიზაციული უზრუნველყოფის, სტატისტიკისა და კონტროლის განყოფილების უფროსის მოადგილე; 2003 წელს - მთავარი სამხედრო პროკურატურის განყოფილების პროკურორ-კრიმინალისტი; 2003-2004წწ. - მთავარი სამხედრო პროკურატურის სასჯელთა აღსრულებისას კანონის შესრულებაზე ზედამხედველობის ჯგუფში პროკურორის უფროსი თანაშემწე; 2004-2005წწ. - მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის შსს ორგანოებში სს დევნის კანონიერებაზე ზედამხედველობის განყოფილების უფროსი; 2005-2006წწ. - მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორი; 2007-2009წწ. - საქართველოს შსს სასაზღვრო პოლიცია; 2009-2010წწ. - გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლე; 2010-2012წწ. - თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე; 2009-2011წწ. - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარე; 2011-2013წწ. - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარე; 2013-2016წწ. - ბოლნისის რაიონული სასამართლოს მოსამართლე და ამავე სასამართლოს თავმჯდომარე; 2016 წლის თებერვლიდან - თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე; 2016 წლის 20 თებერვალს საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის მიერ არჩეულ იქნა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად და 18 მარტიდან დაიწყო უფლებამოსილების განხორციელება; 2016-2021წწ. - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარე; 2021 წელს - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე; 2021 წელს - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარე; 2021 წლის სექტემბრიდან - თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლე და თავმჯდომარე.

წყარო: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: hcoj.gov.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო, წევრი (2016-)

გააზიარე: