შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თეა ბერაია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ფოთი. დაამთავარა სოხუმის ი. ვეკუას სახელობის ინსტიტუტის იურიდიული ფაკულტეტი 2000 წელს; 2001 წელს სტაჟირება გაიარა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საქართველოს მუდმივ წარმომადგენლობაში საერთაშორისო სამართლის საკითხებზე. 1999-2000წწ. - ფოთის საქალაქო სასამართლოში წამყვანი სპეციალისტი; 2004 წელს - ფოთის საქალაქო სასამართლოში სხდომის მდივანი; 2004-2006წწ. - ფოთის საქალაქო სასამართლოში მოსამართლის თანაშემწე; 2006 წელს - საქართველოს უზენაეს სასამართლოში კონსულტანტი; 2007-2017წწ. - ფოთის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე; 2017 წლიდან - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე; 2019 წლის ოქტომბრიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე. წყარო: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: hcoj.gov.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |