The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თამარ ბურჯანაძე

თამარ ბურჯანაძე
დაბადების თარიღი:30 ნოემბერი, 1973  (51 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, იურისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ზესტაფონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1998 წელს; 2007 წელს ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციით; 2007-2009წწ. სწავლობდა საქართველოს იუსტიციის უმაღლეს სკოლაში.

1999-1999წწ. - თბილისის საოლქო სასამართლოში სხდომის მდივანი; 1999-2007წწ. - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში: მოსამართლის თანაშემწე, მოსამართლის აპარატის უფროსი, სამართლებრივი უზრუნველყოფის და კვლევების დეპარტამენტის მთავარ მრჩეველი, სამართლებრივი უზრუნველყოფის და კვლევების დეპარტამენტის უფროსი მრჩეველი; 2009-2010წწ. - ბაღდათის რაიონული სასამართლოს მოსამართლე და მივლინების საფუძველზე უფლებამოსილებას ახორციელებდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში; 2010-2012წწ. - გალი-გულრიფშისა და ოჩამჩირე-ტყვარჩელის რაიონული სასამართლოს მოსამართლე და მივლინების საფუძველზე უფლებამოსილებას ახორციელებდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში; 2012-2013წწ. - ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე; 2013-2016წწ. - ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე; 2016 წლიდან - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე. 2017 წლის ოქტომბრიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.

წყარო: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: hcoj.gov.ge


გააზიარე: