The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი გოგიჩაშვილი

გიორგი გოგიჩაშვილი
დაბადების თარიღი:19 ნოემბერი, 1977  (47 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, იურისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თეთრიწყარო.

დაამთავრა საქართველოს ჰუმანიტარულ-ტექნიკური ინსტიტუტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი 1999 წელს; 2005 წელს ჩააბარა მოსამართლეობის გამოცდა საერთო სპეციალობით.

1999-2006წწ. - მარნეულის რაიონულ სასამართლოში მოსამართლის თანაშემწე; 2006-2012წწ. - გარდაბნის რაიონული სასამართლოს მოსამართლე; 2007-2009წწ. მივლინების საფუძველზე უფლებამოსილებას ახორციელებდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიებში; 2009 წელს მივლინების საფუძველზე მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა თელავის რაიონულ სასამართლოში; 2009 წელს მივლინების საფუძველზე მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში; 2009 წელს მივლინების საფუძველზე მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა ბათუმის საქალაქო სასამართლოში; 2009-2012წწ. მივლინების საფუძველზე მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა ხაშურის რაიონულ სასამართლოში; 2012 წელს მივლინების საფუძველზე მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა ბოლნისის რაიონულ სასამართლოში; 2012-2016წწ. - რუსთავის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე გარდაბნის მუნიციპალიტეტში; 2016 წლიდან - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე. 2017 წლის ოქტომბრიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.

წყარო: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: hcoj.gov.ge


გააზიარე: