The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



რევაზ ჩხუბიანიშვილი

რევაზ ჩხუბიანიშვილი
დაბადების თარიღი:6 აგვისტო, 1947  (77 წლის)
კატეგორია:მეცნიერი, სოფლის მეურნეობის სპეციალისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი 1971 წელს.

1971 წელს დაიწყო სამეცნიერო შრომითი საქმიანობა თბილისის სატყეო ინსტიტუტში, ჯერ ასპირანტად, ხოლო შემდგომში უმცროსი და უფროსი მეცნიერ თანამშრომლის თანამდებობაზე. მისი მოღვაწეობის სფერო არის საქართველოს ტყის ძირითადი ჯიშების ეკოლოგიურ-ფიზიოლოგიური თავისებურებების შესწავლა და მოპოვებული მასალების განზოგადოება შემდგომში მათი სატყეო-სამეურნეო პრაქტიკაში დასანერგად. 1977 წელს წარმატებით დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია და მიენიჭა ბიოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი.

წყარო: ასი უბერებელი მეტყევე: ქართველ მეტყევეთა ბიოგრაფ. ცნობები/ანზორ ჩაფიძე.-თბ.,2009.-გვ.117


გააზიარე: