The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ირაკლი ლექვინაძე

ირაკლი ლექვინაძე
დაბადების თარიღი:30 სექტემბერი, 1979  (45 წლის)
კატეგორია:ეკონომისტი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. წყალტუბო.

დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი (ეკონომიკის ბაკალავრი) 1997 წელს; ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი (ეკონიმიკის მაგისტრი) 2001 წელს; ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი 2015 წელს; მაასტრიხის მენეჯერთა სკოლა, ჰოლანდიაში კვლევის მეთოდები ბიზნესში ფაკულტეტი 2013 წელს; 2001-1997წწ. მიიღო ეკონომიკური თეორიის მასწავლებლის კვალიფიკაცია.

2002-2006წწ. იყო გაზეთ "ბანკები და ფინანსების" რედაქტორი; 2004-2005წწ. საკონსულტაციო ჯგუფ "ჯეპრას" პროექტის მენეჯერი; 2006-2009წწ. შპს "ჯორჯიან ბიზნეს კონსალტინგი" - მთავარი რედაქტორი; 2009-2010წწ. შპს "ჯორჯიან ბიზნეს კონსალტინგი" შპს Georgian Business Week - კომერციული დირექტორი; 2009-2016წწ. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიწვეული ლექტორი; 2010-2011წწ. შპს "ჰოლდინგი საქართველოს მედიის გაერთიანება" - კომერციული სამსახურის უფროსი; 2011-2014წწ. საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) - ტრენერი; 2012 წელს შპს "ჯორჯიან ბიზნეს ენდ პოლითიქალ ინსაით – BPI" - დამფუძნებელი; 2012-2015წწ. ილიას უნივერსიტეტთან არსებული კვლევითი და საკონსულტაციო ცენტრის "ილიაუნი ბიზნეს რევიუ" - ასისტენტ – მკვლევარი; 2014 წელს ნიდერლანდების მრავალპარტიული დემოკრატიის ინსტიტუტი (NIMD) - ტრენერი; 2014 წელს ევროპის სახლის ტრენერი; 2014 წელს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის (IBSU) მიწვეული ლექტორი; 2014 წელს EBRD-ის BAS–ის პროგრამის კონსულტანტი; 2012-2016წწ. შპს "გაყიდვების მართვის კომპანია" - დირექტორი, დამფუძნებელი; 2013 წელს ინგლისურენოვანი გაზეთ "Caucasian Business Week"დამფუძნებელი; 2013-2015წწ. ფინანსთა სამინისტროს მრჩეველთა საბჭოს წევრი; 2015-2017წწ. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე; 2018 წლის იანვარი შპს "ბოსტონ დეველოპმენტის" კონსულტანტი; 2019 წლის 27 ნოემბრიდან  საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარე; 2018-2019წწ. საქართველოს ბიზნესომბუდსმენი; 2022 წლიდან კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი; კვალიფიკაცია: 2017 წ. აზიის განვითარების ბანკი (ADB); ლიდერობის პროგრამა – "მდგრადი ურბანული და ინკლუზიური განვითარება და კლიმატის ცვლილება" – ტოკიო, იაპონია; 2012 წ. მარტი-აპრილი IREX, მართვის აკადემია - მედია გაყიდვების ორგანიზება; მისი სტატიები, ინტერვიუები, კომენტარები და ანალიტიკური შეფასებები პერიოდულად ქვეყნდება მედიის სხვადასხვა საშუალებებში: ჟურნალი "ფორბსი", 2014 წლის თებერვალი – "როგორი უნდა იყოს ეფექტური ანტიმონოპოლიური პოლიტიკა"; ამერიკული ჟურნალი – Eastern European and Central Asian Research, სტატია – Political and Economic Decisions and Competition – What is the Efficient Antimonopoly Policy, 2014; 2003 წელი - ეკონომისტის დღესთან დაკავშირებით, მიღებული აქვს საქართველოს პრეზიდენტის მადლობა. ბიზნეს ადმინისტრირების დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, საჯარო მოხელე. საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარე. ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი (PHD). სადოქტორო თემა – "ადმინისტრაციული გადაწყვეტილებების გავლენა კონკურენციის პოლიტიკაზე საქართველოში".

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ა/ო "ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია, ვიცე პრეზიდენტი (2000-2006)

გააზიარე: