შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გოჩა დიდავა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა ნ. მუსხელიშვილის სახელობის ქუთაისის პოლიტექნიკური ინსტიტუტი 1987 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია 2000 წელს; 2004 წელს ჩააბარა ადვოკატთა ტესტირება საერთო სპეციალიზაციით; 2005 წელს ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციით; 2011 წელს იუსტიციის უმაღლეს სკოლაში გაიარა სასამართლოს მენეჯერის სასწავლო კურსი და ჩააბარა პროგრამით გათვალისწინებული ტესტური გამოცდა; 2013 წელს ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციით; 2013-2014წწ. იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი. 1994-1997წწ. - საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვისა და ეროვნებათაშორის ურთიერთობათა კომიტეტში წამყვანი სპეციალისტი; 1998-1999წწ. - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მინისტრის ბიუროს უფროსი; 1999-2016წწ. - საქართველოს უზენაესი სასამართლოს საერთო განყოფილების უფროსი; 2002-2004წწ. ახორციელებდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს აპარატის უფროსის უფლებამოსილებას; 2016-2024წწ. - ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე; 2019 წლის ივნისიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე. 2024 წლის ივლისიდან - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლე. წყარო: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: hcoj.gov.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |