The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვერა დობორჯგინიძე

ვერა დობორჯგინიძე
დაბადების თარიღი:1 აგვისტო, 1974  (50 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, იურისტი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი 2001 წელს; ბერლინის ჰუმბოლდტის სახელობის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ამერიკული სამართლის ორწლიანი სწავლების კურსი 2002 წელს; 2003 წელს დაამთავრა ბერლინის ჰუმბოლდტის სახელობის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრატურა შეფასებით "magna cum laude", მიენიჭა სამართლის მაგისტრის ხარისხი (Magistra Legum) 2003 წელს; 2004 წელს ჩააბარა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაციით; 2012 წელს ჩააბარა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა საერთო სპეციალიზაციით; 2014 წელს ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციით; 2015-2016წწ. - იყო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი; 2004-2017წწ. გავლილი აქვს მრავალი სემინარი და ტრენინგი ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ კონვენციასა და სხვა სამართლებრივ თემატიკებზე; 2017 წელს საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის გერმანული ფონდის (IRZ, Deutsche Stiftung fuer Internationale Rechtliche Zusammenarbeit, e. V.) დაფინანსებით გაიარა კურსი გერმანიის ქალაქ ტრიერის სამოქალაქო საქმეთა და სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიების მოსამართლეებთან, პროცესის მართვისა და პრაქტიკული სასამართლო საქმისწარმოების აქტუალურ საკითხებზე; 2018 წელს წლის ივნისში, USAID/PROLOG-ის დაფინანსებით მივლინებული იყო ნევადას შტატის ქალაქ რენოში მდებარე მოსამართლეთა ეროვნულ სკოლაში (The National Judicial College), სადაც გაიარა სწავლება თემაზე "ლიდერობა მოსამართლეთათვის"; იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის დოქტორანტი.

2004 წელს - საქართველოს ადვოკატთა კოლეგიის ადვოკატი; 2004-2005წწ. - უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ბიუროს კონსულტანტი სამოქალაქო საქმეებზე; 2005-2006წწ. - ლექტორი თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე არსებულ ეკონომიკისა და სამართლის გერმანულენოვან ინსტიტუტში, კითხულობდა ლექციების კურსს გერმანულ ენაზე ევროპის სამართალსა და სახელშეკრულებო სამართალში; 2005-2006წწ. - საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საარჩევნო კოდექსზე მომუშავე ჯგუფის წევრი და კოორდინატორი; 2006 წელს - ადვოკატი მთაწმინდის ადვოკატურაში; 2006-2008წწ. - უფროსი იურისტი იურიდიულ კომპანიაში "გლაზბერგი და პარტნიორი ადვოკატები"; 2013-2016წწ. - შპს "მედინტორგის" იურისტი და დირექტორი; 2012-2017წწ. - იურიდიული ფირმა "Lexpert Group"-ის დამფუძნებელი და დირექტორი; 2017 წლის მაისიდან - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე. 2020 წლის მაისიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.

წყარო: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: hcoj.gov.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია, წევრი (2004-2017)

გააზიარე: