შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
პაპუნა გაბისონია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ზუგდიდი დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუგდიდის ფილიალი, ისტორია-არქეოლოგიის ფაკულტეტი, სპეციალობა - ისტორიის მასწავლებელი 2001 წელს; ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის ასპირანტურა 2005 წელს. 2002-2005წწ. მუშაობდა ისტორიის მასწავლებლად კერძო სკოლებში ("ნინო", "შავნაბადა", "მთიები"), თბილისის N34 და N57 საჯარო სკოლებში. 2006 წლიდან მუშაობს ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის შუა საუკუნეების საქართველოს ისტორიის და წყაროთმცოდნეობის განყოფილების მეცნიერ თანამშრომლად. 2017 წლიდან მუშაობდა მოწვეულ სპეციალისტად საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში. 2018 წლიდან ქ. თბილისის N64 საჯარო სკოლის ისტორიის პედაგოგია. ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი, 2007 წლიდან ისტორიის დოქტორი. არის მრავალი სტატიისა და პუბლიკაციის ავტორი. სადისერტაციო თემა - "ქუთისის საეპისკოპოსოს ისტორია", დაიცვა 2006 წელს. ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |