The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ჯემალ მებონია

ჯემალ მებონია
Date of birth:29 June, 1939
Date of death:7 July, 2024  (at 85 years)
Category:Scientist, Educator, Physicist

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ობუჯი, ახლანდელი წალენჯიხის მუნიციპალიტეტი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი 1961 წელს.

1961–1966წწ. მუშაობდა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში თეორიული ფიზიკის კათედრაზე; 1966–1986წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბირთვული ფიზიკის სამეცნიერო-კვლევით ლაბორატორიაში. მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტად გარდაქმნის შემდეგ – ბირთვული რეაქციების ლაბორატორიის გამგედ; 1986–1995წწ. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტის ზოგადი ფიზიკის კათედრის პროფესორი; 1995 წლიდან კათედრის გამგე, 1988- 2005წწ. დეკანი; 1989–2005წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დიდი საბჭოს, პროფესორთა და სამეცნიერო ხარისხების მიმნიჭებელი სპეციალიზებული საბჭოს წევრი. მისი სამეცნიერო ინტერესები ეხებოდა მრავალნაწილაკოვანი კვანტური სისტემების თეორიას. შემუშავებული აქვს N-ნაწილაკოვანი სისტემების მიახლოებითი ამოხსნის ორიგინალური მეთოდი, კონკრეტული შედეგები მიიღო 3-ნაწილაკოვანი ატომური და ბირთვული სისტემების ამოცანებისთვის. არის სამეცნიერო ნაშრომების ავტორი. ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (1985), პროფესორი (1989). 

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული  აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 646-647; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: tsu.ge

Bibliography

  • ბირთვული ფიზიკა (Author). - თბილისი, თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2003. - 288გვ.. - ISBN: 999401370X
  • ატომური ფიზიკა : ფიზიკის ფაკ-ტის სტუდ.-თვის (Author). - თბილისი, თბილ. უნ-ტის გამომცემლობა, 2002. - 248გვ.. - ISBN: 9992891149

Share: