შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლელა ქრისტესიაშვილი![]()
ბიოგრაფიადაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ინჟინერ-მშენებლის კვალიფიკაციით 1993 წელს; ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურა, სამრეწველო პროდუქციის საქონელმცოდნეკომერსანტის კვალიფიკაციით 1999 წელს; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტურანტურა 2013 წელს. 2013-2016წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სამშენებლო ფაკულტეტი, მასწავლებელი, უფროსი მასწავლებელი; 2016-2017წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სამშენებლო ფაკულტეტი, მოწვეული ასოცირებული პროფესორი; 2017 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სამშენებლო ფაკულტეტი, ასოცირებული პროფესორი. აკადემიური დოქტორი, პროფესორი. წყარო: საქართველოს ტექნიკუი უნივერსიტეტის ვებგვერდი: my.gtu.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |