The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დარეჯან მეგრელაძე

დარეჯან მეგრელაძე
დაბადების თარიღი:19 ივნისი, 1924
გარდაცვ. თარიღი:15 ივლისი, 2010  (86 წლის ასაკში)
კატეგორია:ისტორიკოსი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1946 წელს.

1950–1952წწ. მუშაობდა აკადემიკოს ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ხელნაწერთა განყოფილებაში; 1952–2006წწ. ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის ფეოდალური ხანის ისტორიის განყოფილებაში. კითხულობდა ლექციებს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში. მისი კვლევის ძირითადი სფერო იყო სოციალური ურთიერთობანი ფეოდალურ საქართველოში, მუშაობდა წყაროთმცოდნეობის მიმართულებითაც. ეკუთვნის ისეთ მნიშვნელოვან წყაროთა პუბლიკაციები, როგორებიცაა: "სახლთუხუცესის რიგი და შესავალი" (1953); "მასალები XVIII ს. 20-იანი წლების ქართლ-კახეთის ისტორიისათვის" (1960); "ჯულაბაშვილების დავთარი" (1963); "შაჰნავაზ მეფის ასულის მზითვის წიგნი" (1997). არის სამეცნიერო სტატიებისა და 3 მონოგრაფიის ავტორი, საქართველოს ისტორიის ნარკვევების (ტ. 4, თბ., 1973), თბილისის ისტორიის (ტ. 1, თბ., 1990), История крестьянства СССР с древнейших времён до Великой Октябрской Социалистической революции (М., 1987) თანაავტორი; იყო ივ. ჯავახიშვილის, ნ. ბერძენიშვილის, ქ. შარაშიძის, ი. დოლიძის, ვ. გამრეკელის, ა. ბაქრაძის, მ. იაშვილის შრომების რედაქტორი და გამომცემელი. მისი არქივი დაცულია კ. კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1990), პროფესორი (1995). 

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული  აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.geსაქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 650

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1998 - ნიკო ბერძენიშვილის სახელობის პრემია
  • ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედალი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: