Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
დარეჯან მეგრელაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1946 წელს. 1950–1952წწ. მუშაობდა აკადემიკოს ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ხელნაწერთა განყოფილებაში; 1952–2006წწ. ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის ფეოდალური ხანის ისტორიის განყოფილებაში. კითხულობდა ლექციებს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში. მისი კვლევის ძირითადი სფერო იყო სოციალური ურთიერთობანი ფეოდალურ საქართველოში, მუშაობდა წყაროთმცოდნეობის მიმართულებითაც. ეკუთვნის ისეთ მნიშვნელოვან წყაროთა პუბლიკაციები, როგორებიცაა: "სახლთუხუცესის რიგი და შესავალი" (1953); "მასალები XVIII ს. 20-იანი წლების ქართლ-კახეთის ისტორიისათვის" (1960); "ჯულაბაშვილების დავთარი" (1963); "შაჰნავაზ მეფის ასულის მზითვის წიგნი" (1997). არის სამეცნიერო სტატიებისა და 3 მონოგრაფიის ავტორი, საქართველოს ისტორიის ნარკვევების (ტ. 4, თბ., 1973), თბილისის ისტორიის (ტ. 1, თბ., 1990), История крестьянства СССР с древнейших времён до Великой Октябрской Социалистической революции (М., 1987) თანაავტორი; იყო ივ. ჯავახიშვილის, ნ. ბერძენიშვილის, ქ. შარაშიძის, ი. დოლიძის, ვ. გამრეკელის, ა. ბაქრაძის, მ. იაშვილის შრომების რედაქტორი და გამომცემელი. მისი არქივი დაცულია კ. კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1990), პროფესორი (1995). წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 650 Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |