The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



დავით თორდინავა

დავით თორდინავა
Date of birth:9 September, 1972
Date of death:29 September, 1993  (at 21 years)
Burial location:სოფელ რუხის სასაფლაო, ზუგდიდის რაიონი
Category:Military Person, Hero of Georgia

Biography

დაბადების ადგილი: ქ. მარტვილი.

დავით თორდინავა 1992 წლიდან ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო  კორპუსის 24-ე მექანიზირებული ბრიგადის 243-ე ბატალიონის პირადი შემადგენლობის რიგებში ყუმბარმტყორცნელთა  თანაშემწედ. მონაწილეობდა ოჩამჩირის ტერიტორიაზე მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში. დავით თორდინავა, როგორც  ერთ-ერთი რიგითი მეომარი, ბოლო წუთებამდე იცავდა საკუთარი ბატალიონის საბრძოლო მონაკვეთებს სოფელ  მერკულაში, ასევე აქტიურად იბრძოდა აფხაზური დასახლებებიდან - ჭლოუს, თხინას, მოქვის მხრიდან განხორციელებული შემოტევების მოსაგერიებლად. 1993 წლის 22 სექტემბერს, სოფელ ტამიშის განთავისუფლებისთვის წარმოებული ბრძოლების დროს მძიმედ დაიჭრა, გარდაიცვალა 1993 წლის 29 სექტემბერს. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთის ომში.

წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის შიდა ქართლსა და აფხაზეთში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 2 / საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაცია, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.-თბ.,2004.-გვ.193


Share: