Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ჯონი თორღვაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ჭიათურა. დაამთავრა ქუთაისის სამთო-სამშენებლო ტექნიკუმი. სავალდებულო სამხედრო სამსახური თვითონ ავღანეთში მოიხადა. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ მუშაობდა ჭიათურის მაღაროში, ცვლის უფროსად. 1991 წელს მოხალისედ ჩაეწერა ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობის ლეგიონში. მაიორმა ჯონი თორღვაშვილმა დიდი წვლილი შეიტანა ქართული ჯარის მშენებლობაში. იბრძოდა სამაჩაბლოში, შემდეგ აფხაზეთში წავიდა თანამებრძოლებთან. 1993 წლის 2 ივლისს, დესანტის გადმოსხმის დღეს, მაიორმა ჯონი თორღვაშვილმა შეძლო პირდაპირი შეტაკების ალყის გარღვევა და თანამებრძოლების გამოყვანა. დაიღუპა 1993 წლის 27 სექტემბერს, ახალდაბასთან გამართულ სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაში დაჭრილი მეგობრის ფრონტის ხაზიდან გამოყვანისას, მასთან ერთად ნაღმზე აფეთქდა. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთის ომში. წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის შიდა ქართლსა და აფხაზეთში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 2 / საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაცია, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.-თბ.,2004.-გვ.193-194 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |