შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
იგორ თოფურია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ბაღმარანი, გულრიფშის რაიონი. იგორ თოფურია აფხაზეთის კონფლიქტის დროს, 1992 წლის 12 სექტემბრიდან ჩარიცხული იყო მეორე საარმიო კორპუსის მე-6 საავტომობილო ოცეულის მძღოლად. იგი პირნათლად ასრულებდა მეთაურის ყველა ბრძანებას, ფრონტის წინა ხაზზე მეომრებისთვის შეჰქონდა ტყვია-წამალი და სურსათი. ერთ-ერთი საბრძოლო დავალების შესრულების დროს, 1993 წლის 3 ივლისს, გუმისთასთან მისი ავტომანქანა მტრის ტყვიამფრქვევმა დაცხრილა. იგორ თოფურიას ცხედარი თავისი ბატალიონის მებრძოლებმა გადმოასვენეს. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთის ომში.
წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის შიდა ქართლსა და აფხაზეთში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 2 / საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაცია, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.-თბ.,2004.-გვ.194
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |